Gmnoreal.ge

რა არის ჰოსტინგი და დომენი? (მარტივად ახსნილი)

ამ სტატიაში ვისაუბრებ ვებ ჰოსტინგსა და დომენზე ვებ საიტებისთის და შევეცდები ძალიან მარტივად ავხსნა მათი დანიშნულება და გამოყენება. ამისათვის მას შევადარებ მეხსიერების ბარათს ( usb flash drive).

ჰოსტინგი

ისევე როგორც მეხსიერების ბარათი ინახავს ყველა იმ ინფორმაციას რომელსაც ჩავწერთ მასში, ასევე ინახავს ჰოსტინგი ყველა იმ ვიდეო, აუდიო, ტექსტურ და სხვა საჭირო ფაილს. ასევე მასთან გვექნება წვდომა ნებისმიერი ადგილიდან და არც მისი “ტარება” მოგვიწევს. მეხსიერების ბარათი შეიძლება იყოს 1GB, 3GB, 5GB და ა.შ. ისევე როგორც ჰოსტინგი. ყველა ზომას აქვს განსხვავებული ფასი. მეხსიერების ბარათზე ინფორმაცია შეიძლება ჩაიწეროს, გადაიწეროს და დამუშავდეს ნელა ან სწრაფად ისევე როგორც ჰოსტინგზე, რომლის სისწრაფე დამოკიდებულია არჩეულ პაკეტზე.

როგორც წესი მხოლოდ ფაილების ასატვირთად და მეგობრებისთვის გასაზიარებლად ვიყენებთ Google Drive-ს ან DropBox-ს. ვებ ჰოსტინგს კი, ვიყენებთ ვებ საიტებისთვის საჭირო მასალის (ფოტო, ვიდეო, ტექსტური და სხვა ფაილები) შესანახად, რის საფუძველზეც მუშაობს საიტი.

ჰოსტინგი (რამდენიმე GB სივრცე ინტერნეტში) უნდა მივამაგროთ/დავაკავშიროთ ჩვენს დომენს, შემდეგ ავტვირთოთ ვებ საიტისთვის საჭირო ფაილები ჰოსტინგზე და საიტი გავუშვათ.

დომენი

ისევ მეხსიერების ბარათი ( usb flash drive) რომ განვიხილოთ, დომენი ეს არის სახელი, რომელიც ჰქვია ჩვენს მეხსიერების ბარათს როდესაც მივუერთებთ ლეპტოპს, ტელეფონს და ა.შ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს კომპიუტერში შეერთებულია 10-მდე მეხსიერების ბარათი. ყველა ერთნაირი ზომის 16 GB-ია. როდესაც ვიცით რა ჰქვია ჩვენს ფაილს მარტივად შევალთ და ვნახავთ საჭირო ინფორმაციას იმ მეხსიერების ბარათზე რომელზეც ვეძებთ.

ვებ საიტისთვის დომენი ეს არის სახელი მაგალითად google.com, facebook.com ქართულიდან myvideo.ge საიტი რომლითაც მომხმარებელი სწორედ იმ ინფორმაციას პოულობს რაც სჭირდება იმ დიდ სივრცეში, რასაც ინტერნეტს ვეძახით.

მაშინ როცა დომენი ვიყიდეთ და ჰოსტინგიც გვაქვს შეგვიძლია “გავუშვათ” საიტი.

ვებ საიტის გაშვება

მაშინ როცა დომენი და ჰოსტინგი ნაყიდი გვაქვს, ჩვენს ვებ დეველოპერს, ადამიანი რომელიც ქმნის ჩვენთვის საიტს, ვუგზავნით მონაცემებს და ის საიტისთვის საჭირო მასალას ატვირთავს ჩვენს ჰოსტინგზე. თუ ჰოსტინგი და დომენი ჩვენთვითონ ვერ დავაკავშირეთ, შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ დეველოპერს და ის თავად გაგვიკეთებს ამას.

საბოლოოდ ჩვენ ვიყიდეთ დომენი და ჰოსტინგი, გავაფორმეთ ის ჩვენს კომპანიაზე, გავუგზავნეთ ჩვენი მონაცემები დეველოპერს და ჩვენი საიტი მზად არის სამუშაოდ.

მოიწონეთ ჩვენი FB გვერდი


This will close in 10 seconds